პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით; - გაეცნობიან

პროექტის აქტუალობა:
აღნიშნული პროექტი აუმაღლებს მოსწავლეებს რუსული ენისა და პოეზიის შესწავლის მოტივაციას. მოსწავლეებს ექნებათ საშუალება; მიიღონ სიღრმისეული ცოდნა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პოეტის ცხოვრებისა და მღვაწეობის შესახებ; განიმტკიცონ კითხვის, წერის, ძიების, თანამშრომლობის, ანალიზის, ტექნოლოგიების
გამოყენების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; გაიმდიდრონ ლექსიკონი.
პროექტის მიზნები:
. ინფორმაციის მოძიება ბეჭდური საშუალების, ინტერნეტის, ექსკურსიისა და
ინტერვიუს გამოყენებით.
. მოპოვებული ინფორმაციის გადამუშავება, დახარისხება, პრეზენტაციის აწყობა.
. ანალიზის საფუძველზე ელექტრონული რესურსის მომზადება (ბლოგი, ლექსების ბუკლეტი საქართველოს შესახებ, მაიაკოვსკის ცხოვრების ამსახველი ფოტოალბომი) და ინტერნეტ სივრცეში განთავსება.
. პოეზიის საღამოს მოწყობა.
მოსწავლეთა ასკი: 14 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
. მუშაობის პროცესში მოძიებული მასალის პრეზენტაციები.
. ლექსების ბუკლეტი;
. სურათების ალბომი;
. პოეტის ლექსების პრეზეენტაცია
. ბლოგზე განთავსებული ელექტრორესურსი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, თაბახის ფურცლები, ისტის მასწავლებელი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა1.
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის განსახორციელებელ გეგმას. მოსწავლეეები ადგენენ შესრულების ვადებს. ისინი იყოფიან ჯგუფებად: პირველ ჯგუფს ევალება მოიძიონ ბიოგრაფიული ცნობები პოეტის შესახებ; მეორე ჯგუფს ეძლევა დავალება მოიძიონ ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ; მესამე ჯგუფს ეძლევა დავალება მოიძიონ ინფორმაცია ქართველი და რუსი ხალხის დამეგობრების საკითხში მაიაკოვსკის მიერ გაწეული ღვაწლის შესახებ. იგეგმება ექსკურსია ბაღდადში.
2 აქტივობა.
ექსკურსიის ორგანიზება მაიაკოვსკის სახელობის სახლ-მუზეუმში დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით. ინტერვიუ გიდთან.
3 აქტივობა.
ინტერნეტიდან, ბეჭდური საშუალებებიდან, ექსკურსიიდან მოპოვებულ ინფორმაციას მოსწავლეები წარუდგენენ მასწავლებელს, ახარისხებენ, ამოკრებენ მთავარს, იღებენ რჩევა - დარიგებებს მასწავლებლისგან, ემზადებიან პრეზენტაციისთვის.
4 აქტივობა.
დამუშავებული, დახარისხებული ინფორმაციის საფუძველზე პრეზენტაციის წარდგენა კლასის წინაშე.
5 აქტივობა.
მაიაკოვსკის ლექსების ბუკლეტის, ალბომისა და პრეზენტაციის ელოქტრონული ვერსიის შექმნა და ისტის მასწავლებლის დახმარებით ბლოგზე ატვირთვა.
6 აქტივობა.
მაიაკოვსკის მიერ საქართველოს შესახებ დაწერილი ლექსების სწავლა და პოეზიის საღამოს მოწყობა მშობლებისა და სკოლის აუდიტორიის წინაშე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
რუსული ენა; ისტ. ისტორია.
უცხო.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე.
უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის
ინფორმაციული ტექსტი (მაგ; დაჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).
უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ; გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა, ან სასკოლო ვებ-გვერძე განთავსება და სხვა).
უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის ხელმძვანელი(მასწავლებელი): ზურაბი ბეროშვილი.
ხელმძვანელის ელ. ფოსტა: zura.beroshvili123@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://zuraict.blogspot.com/
No comments:
Post a Comment