Wednesday, April 19, 2017

ტრენინგის შეჯამება

კომპეტენციები, რომლებიც შევიძინე.

სად და როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს.


ტრენინგი ძალზედ ნაყოფიერი გამოდგა. ვისწავლე:  ელექტრონული ფოსტის გამოყენება; საოფისე პროგრამებში მუშაობა; პრეზენტაციის აგება; ინფორმაციის გუგლ-დისკზე განთავსება - გაზიარება; blog-ზე საკუთარი პორტფოლიოს  განთავსება. გავეცანი სასწავლო პროექტების ძირითად მოთხოვნებსა და პრინციპებს.

შეძენილ ცოდნასა და კომპეტენციებს აუცილებლად გამოვიყენებ ტექნოლიოგიებით გამდიდრებული გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების დროს, სასწავლო პროექტების განხორციელებისას.

მადლობა ტრენერსა და მასწავლებელის  სახლს  საინტერესოდ დაგეგმილი ტრენინგისთვის.

Tuesday, April 11, 2017

მესამე მოდულის შეფასება

მესამე მოდულის ფარგლებში ბლოგების წამოება, სათაურის, ტექსტის, სურათის ჩასმა. განვიხილეთ პროექტის გეგმა, დავიწყეთ პროექტის შესავალი ნაწილის ჩაბეჭდვა.

Sunday, April 9, 2017

ჩემი ოცნების ქალაქი


ბავშობიდან ვოცნებობდი
მენახა ქალაქი მოსკოვი.

  

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:    ვლადიმერ მაიაკოვსკი - ცხოვრება და მოღვაწეობა.

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით; - გაეცნობიან

ბოლო წლებში საქართველოსა და რუსეთს შორის დაიძაბა ურთიერთობა. რის შედეგადაც შესუსტდა ინტერესი რუსული ენისა და კულტურის შესწავლის საკითხში. ამიტომ გამიჩნდა იდეა მოსწავლეებთან ერთად გამეკეთებინა სასწავლო პროექტი საქართველოში დაბადებული რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ვიმედოვნებ ჩემს მოსწავლეებთან ერთად შევიტან მცირე წვლილს რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საკითხში.

პროექტის აქტუალობა:
    
აღნიშნული პროექტი აუმაღლებს მოსწავლეებს რუსული ენისა და პოეზიის  შესწავლის მოტივაციას. მოსწავლეებს ექნებათ საშუალება; მიიღონ სიღრმისეული ცოდნა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პოეტის ცხოვრებისა და მღვაწეობის შესახებ; განიმტკიცონ კითხვის, წერის, ძიების, თანამშრომლობის, ანალიზის, ტექნოლოგიების
გამოყენების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; გაიმდიდრონ  ლექსიკონი.

პროექტის მიზნები:

.   ინფორმაციის მოძიება ბეჭდური საშუალების, ინტერნეტის, ექსკურსიისა    და
 ინტერვიუს გამოყენებით.

.   მოპოვებული ინფორმაციის გადამუშავება, დახარისხება,  პრეზენტაციის აწყობა.

.   ანალიზის საფუძველზე ელექტრონული  რესურსის მომზადება (ბლოგი, ლექსების ბუკლეტი საქართველოს შესახებ, მაიაკოვსკის ცხოვრების ამსახველი ფოტოალბომი) და ინტერნეტ სივრცეში განთავსება.

.   პოეზიის საღამოს მოწყობა.




მოსწავლეთა ასკი:       14 წელი.


ვადები/ ხანგრძლივობა:   ორი კვირა.


მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

. მუშაობის პროცესში მოძიებული მასალის პრეზენტაციები.
. ლექსების ბუკლეტი;
. სურათების ალბომი;
. პოეტის ლექსების პრეზეენტაცია
. ბლოგზე განთავსებული ელექტრორესურსი.



პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:

სახელმძღვანელო, ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი,  თაბახის ფურცლები, ისტის მასწავლებელი.


პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა1.

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის განსახორციელებელ გეგმას. მოსწავლეეები ადგენენ შესრულების ვადებს. ისინი იყოფიან ჯგუფებად: პირველ ჯგუფს ევალება მოიძიონ ბიოგრაფიული ცნობები პოეტის შესახებ;  მეორე ჯგუფს ეძლევა დავალება მოიძიონ ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ;  მესამე ჯგუფს ეძლევა დავალება მოიძიონ ინფორმაცია ქართველი და რუსი ხალხის დამეგობრების საკითხში მაიაკოვსკის მიერ გაწეული ღვაწლის შესახებ. იგეგმება ექსკურსია ბაღდადში.

2 აქტივობა.
 
 ექსკურსიის ორგანიზება მაიაკოვსკის სახელობის სახლ-მუზეუმში დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით. ინტერვიუ გიდთან.


3 აქტივობა.
                       
  ინტერნეტიდან, ბეჭდური საშუალებებიდან, ექსკურსიიდან მოპოვებულ ინფორმაციას მოსწავლეები წარუდგენენ მასწავლებელს, ახარისხებენ, ამოკრებენ მთავარს, იღებენ რჩევა - დარიგებებს მასწავლებლისგან, ემზადებიან პრეზენტაციისთვის.

4 აქტივობა.

დამუშავებული, დახარისხებული ინფორმაციის საფუძველზე პრეზენტაციის წარდგენა კლასის წინაშე.

5 აქტივობა.

მაიაკოვსკის ლექსების ბუკლეტის, ალბომისა და პრეზენტაციის ელოქტრონული ვერსიის შექმნა და ისტის მასწავლებლის დახმარებით ბლოგზე ატვირთვა.

6 აქტივობა.

მაიაკოვსკის მიერ საქართველოს შესახებ დაწერილი ლექსების სწავლა და პოეზიის საღამოს მოწყობა მშობლებისა და სკოლის აუდიტორიის წინაშე.
             

 

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

რუსული ენა; ისტ. ისტორია.

უცხო.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე.

უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის
ინფორმაციული ტექსტი (მაგ; დაჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).

უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.

უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.

უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ; გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა, ან სასკოლო ვებ-გვერძე განთავსება და სხვა).

უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.


პროექტის ხელმძვანელი(მასწავლებელი): ზურაბი ბეროშვილი.


ხელმძვანელის ელ. ფოსტა: zura.beroshvili123@gmail.com


პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://zuraict.blogspot.com/











Saturday, April 8, 2017

სასწავლო პროექტები და მე.

პროექტებით სწავლების გამოცდილება ჯერ არ მქონია, მაგრამ ვიმედოვნებ ტრენინგის შემდეგ შევძლებ ამ კუთხით ცოდნის ამაღლებას და მიღებული ცოდნის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში.

ტექნოლოგიებს გამოვიყენებ...

რადგან ჩვენ ვცხოვრობთ XXI საუკუნეში  ახალი ტქნოლოგგიების გამოყენება უკვე აუცილებელი პიორობაა სწავლის პროცესში.